დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ, ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ პერ ეკლუნდთან ერთად, რუსთავის №1 საერთო და მკაცრი რეჟიმის მშენებარე დაწესებულება მოინახულა.
მინისტრის თქმით, ეს არის ნაწილი მიმდინარე მშენებლობების იმ მძლავრი ტალღისა, რომელიც მსჯავრდებულების საცხოვრებელ პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ევროკომისიის ელჩმა კი აღნიშნა, რომ გაწეული სამუშაო სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ევროპულ სტანდარტებთან მიაახლოებს. ახალი კომპლექსი დაახლოებით 3 თვეში შევა ექსპლუატაციაში და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი ლიმიტი 2093-მდე გაიზრდება.