ფინანსთა სამისნისტროს საგამაოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსი დავით ზარიაშვილი, ამავე სამმართველოს იურისტი ალექსანდრე ნაგლიაშვილი, სპეციალისტი მორის თვალიაშვილი და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი დავით ნაგლიაშვილი.
აღნიშნული ჯგუფის წევრებსა და დაინტერესებულ პირებს შორის შედგა გარიგება, რომლის თანახმადაც მოხდებოდა მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტრის ტერიტორიაზე არსებული 39 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გასხვისება. აღნიშნულ ფართში 1 კვ. მიწის ნაკვეთის ოფიციალური ღირებულება იყო 2 ლარი, მცხეთა-მთიანეთის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს თანამშრომლები კი თითოეულ კვადრატულ მეტრში მყიდველებისაგან დამატებით 1,5 ლარის გადახდას ითხოვდნენ, რითაც ქრთამის საერთო რაოდენობა დაახლოებით 60 000 ლარს შეადგენდა.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილები მაშინ დააკავეს, როცა მათ წინასწარ ქრთამის ნაწილი - 10 000 ლარი გარანტიის სახით აიღეს, დანარჩენს კი მიიღებდნენ აუქციონის გამართვის შემდეგ, სადაც გამარჯვებულები ეჭვიტანილთა ჯგუფის მიერ წინასწარ იყო გამოვლენილი.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით