საქართველოს შინაგან შაქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციამ თანხის თაღლითური გზით გამოძალვის ფაქტზე, ქუთაისის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი პოლიციის უფროსი ლეიტენანტი მამუკა კაპანაძე დააკავა დაკავებულმამოქალაქეს მცირე ბიზნესის დაწყებაში დახმარებისა და მფარველობის მოტივით, თაღლითური გზით გამოსძალა ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი იუწყება.
დაკავებული პოლიციელი აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსექცია.
მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნული ქმედება ისჯება 6-9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.