პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნას "რაციონალურ და გონივრულ ნაბიჯად~ აფასებს. ამის შესახებ განცხადება ბაღათურიამ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, "ქართული დასი" ყოველთვის აყენებდა ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნის აუცილებლობი ს საკითხს და ამ გადაწყვეტილებას უაღრესად დადებით ფაქტად მიიჩნევს.
`ეს გადაწყვეტილება ყაზბეგის რაიონს გააძლიერებს," - განაცხადა ბაღათურიამ.
მთავარ არგუმენტად კი "იმ ეკონომოკურ სიკეთეებს ასახელებს, რაც ყაზბეგელებისთვის სასაზღვრო პუნქტის გახსნას მოჰყვება.
ამასთან, ბაღათურია იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველომ მის გეოპოლიტიკურ ფუნქციაზე უარი არ უნდა თქვას.