"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერმა, ზურაბ ნოღაიდელმა მისი მხრიდან პრაიმერის დაფინანსება კატეგორიულად უარყო. ამის შესახებ ნოღაიდელმა დღეს, "ხალხის პარტიის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, არალოგიკურია პოლიტიკოსი აფინასებდეს არჩევნებს მაშინ, როცა თვითონ არ მონაწილეობს.
"მე თბილისის მერის არჩევნებში არ ვმონაწილეობ, ამიტომ არ მესმის რატომ უნდა დამეფინანსებინა, თუნდაც პრაიმერი", - აღნიშნა ნოღაიდელმა.