"ხალხის პარტიაში"'ოპოზიციის ნაწილის შეკრება დასრულდა. შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე კობა დავითაშვილმა პრაიმერის მომრე პარტიების განცხადება წაიკითხა, სადაც ნათქვამია, რომ პრაიმერის ნაცვლად ერთიანი კანდიდატი სოციოლოგიური კვლევის შედეგად გამოვლინდება.
"მზად ვართ გადავდაგათ კომპრომისული ნაბიჯები ოპოზიციონერი კანდიდატების მიმართ. ვეთანხმებით შემოთავაზებულ წინადადებას - თბილისის მერის ერთიანი კანდიდატი გამოვლენილ იქნას სოციოლოგიური კვლევის შედეგად. კვლევა უნდა ჩატარდეს ერთობლივი კონტროლის პირობებში, არჩევნების დანიშვნამდე მიმდინარე წლის აპრილის პირველ ნხაევარში. მზად ვართ ერთიანი კანდიდატის შერჩევის წესის შესახებ ნებისმიერი ოპოზიცური სუბიექტის შეხედულებები განვიხილოთ 2010 წლის 7 მარტის ჩათვლით, 30 აპრილამდე არ ვაკრიტიკებთ არცერთ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელს", _ განაცხადა კობა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანია პრაიმერის მომხრეებს გაემიჯნა და არჩევნებში კვლავ "ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატი იქნება. კომპრომისი, რომელზეც დავითაშვილი საუბრობდა სწორედ ირაკლი ალასანიას დილანდელ გადაწყვეტილებას ეხება.