რუსული მედიის ინფორმაციით, ოს სეპარატისტებს მოსკოვმა შესაძლოა კონტროლის პალატის თავისი წარმომადგენელი დაუნიშნოს რუსეთიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში დახმარების სახით მომავალი თანხების გასაკონტროლებლად.
"სამხრეთ ოსეთში "კონტროლის პალატის შესახებ" კანონის მიღების შემდეგ მომზადდება წინადადება რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის კონტროლის პალატებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების გასაფორმებლად. სწორედ ამ შეთანხმებაში იქნება პუნქტი, რომელიც რუსეთის კონტროლის პალატის წარმომადგენლის სამხრეთ ოსეთში დანიშვნას ითვალისწინებს", _ იუწყება რუსული მედია და დასძენს, რომ რუსეთის კონტროლის პალატის წარმომადგენელი ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთიდან ამ რეგიონში დახმარების სახის მომავალ თანხებს გააკონტროლებს.