რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დღეს საფრანგეთში გაემგზავრება. რუსეთის სახელმწიფო მეთაურის ეს ვიზიტი პროტოკოლის პრაქტიკაში უმაღლეს დონეზეა აყვანილი და მას სახელმწიფოებრივი სტატუსი აქვს. ვიზიტი ოთხშაბათამდე გაგრძელდება. რუსული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს მედვედევს თითქმის 60 მდე ვიზიტი აქვს განხორციელებული და მხოლოდ ოთხი მათგანი იყო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის _ ყაზახეთში, უზბეკეთში, ესპანეთში და ფინეთში.
მედვედევის საფრანგეთსი ვიზიტის პროგრამის მიხედვით, დღესვე 1 მარტსვე შედგება შეხვედრა ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტთან ნიკოლა სარკოზისთან. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ სარკოზი და მედვედევი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის სერგეი პრიზოდკოს ინფორმაციით მედვედევის მიერ საფრანგეთსი გამართული მოლაპარაკებების ძირითადი თემა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტვების მიმოხილვაა.
"რათქმაუნდა მოლაპარაკებების დროს განხილული იქნება ისეთი საკითხები როგორებიცაა რუსეთისა და ევროკავშირის თანამშრომლობა, დიდი მნიშვნელობა ექნება ასევე რუსეთისა და ევროკავშირის სამიტისათვის მოსამსაზიდებელი საკითხების განხილვას, რომელიც მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისისათვის უნდა გაიმართოს დონის როსტოვში", _ აცხადებს პროხოდკო და დასძენს, რომ მედვედევი და სარკოზი აუცილებლად ისაუბრებენ ევროუსაფრთხოებაზე და "დიდი რვიანისა" და "დიდი ოცეულის" შეხვედრის მომზადებაზეც.
მისივე თქმით, პრეზიდენტებს შორის გამართული საუბარი ასევე შეეხება ირანის ბირთვულ პროგრამას.
რუსული მედიის ინფორმაციით, რომელსაც იგი რუსეთის თავდაცვის სამინისტროში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, ზემოთხსენებული საკითხების გარდა მედვედევი სარკოზისთან ასვეე აპირებს რუსეთის მიერ ვერტმფრენმზიდ "მისტრალის" შესყიდვის საკითხის განხილვას. წყარო აღნიშნავს, რომ "რაიმე სახის დოკუმენტების ხელმოწერა არ იგეგმება".
საფრანგეთში ვიზიტისას მედვედევი ასევე შეხვდება საფრანგეთის პრემიერ მინისტრს ფრანსუა ფიიონს, პატიზის მერს, სენატის ხელმძღვანელობას.
კრემლის წარმომადგენლის განცხადებით, 2 მარტს ლუვრში საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები გამოფენას გახსნიან, რითაც სათავსეს დაუდებენ საფრანგეთში რუსეთის წლის ოფიციალურ გახსნას.
რუსეთის პრეზიდენტს საფრანგეთში ვიზიტისას დიდი დელეგაცია ახლავს თავნ. კერძოდ, მასთან ერთად საფრანგეთში გაემგზავრებიან: ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჟუკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თანაშემწე სერგეი პრიხოდკო, კულტურის მინისტრი ალექსანდრე ავდეევი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ანდრეი ფურსენკო, ვაჭრობისა და მრეწველობს მინისტრი ვიქტორ ხრისტენკო, კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციების მინისტრი იგორ შეგოლევი, "გაზპრომის" ხელმძღვანელი ალექსეი მილერი, მიტროპოლიტი ილარიონი და სხვები.