ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა. 2 მარტს ბუდაპეშტში ვიშეგრადის ქვეყნების (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი) საგარეო საქმეთა მინისტრების გაფართოებული შეხვედრა გაიმართება, რომელზეც მიწვეულნი არიან "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივის პარტნიორი ქვეყნების, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, ესპანეთისა და ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრები. შეხვედრაზე საქართველოს წარმოადგენს ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი.
გიორგი ბარამიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან, უნგრეთის პარლამენტის წარმომადგენლებთან, უნგრეთის, პოლონეთისა და ბელორუსიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიცე პრემიერ-მინისტრის შეხვედრები მედიის წარმომადგენლებთან.