ქართულმა მხარემ ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი უკვე გახსნა, რუსულმა კი არა.
დარიალის პუნქტი საქართველოს მხარის მიერ დღეს დილით, 07:00 საათზე ამოქმედდა, რუსული მხარემ კი მისი გახსნა 13:00 საათისთვის გადადო.
საქართველოს სასაზღვრო უწყება რუსეთისგან პუნქტის გახნის გადადების მიზეზის განმარტებას ელოდება.
ყაზბეგი-ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით მიმოსვლა დღეიდან განალხდება. პუნქტით სარგებლობის უფლება ექნებათ ვიზის მქონე დსთ-ის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს.
დარიალის პუნქთან ამ დროისთვის საზღვრის გადაკვეთის არც ერთი მსურველი არ გამოჩენილა.