დღეს, 1-ელ მარტს, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, კობა სუბელიანი პარლამენტში მივა და ანტიკრიზისულ საბჭოს დევნილებისათვის გასაცემ და გაცემულ კომპენსაციებზე ინფორმაციას მიაწვდის.
გაუცემელ კომპენსაციებზე, კონკრეტულად ახალგორიდან დევნილი 150 ოჯახის პრობლემებზე სხდომაზე მოხსენებით "ქართული დასის" ლიდერი, ჯონდი ბაღათურია გამოვა.
ანტიკრიზისული საბჭოს სხდომას, ცხინვალის დროებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი სანაკოევიც დაესწრება.