ხვალ, 1-ელ მარტს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილს პარლამენტში ელოდებიან.
ხარატიშვილი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის მიზნით შექმნილი პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის პირველ სხდომას დაესწრება, რომელიც 12:00 საათზე გაიმართება.
დეპუტატები მომავალ სტრატეგიაზე იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, რომ ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაუწევს მონიტორინგს ორი კვირის წინ, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის კაბინეტში გამართულ კონსულტაციაზე გადაწყდა.
ჯგუფი სულ 9 წევრისგან შედგება, მათგან 5 ოპოზიციის, 4 კი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელია. ოპოზიციონერია ჯგუფის ხელმძღვანელიც. მას გურამ ჩახვაძე ხელმძღვანელობს.