ანაკლია-განმუხურის საავტომობილო გზაზე ახალი ხიდი შენდება. ხიდის სიგრძე 360 მეტრი, სიგანე კი 8 მეტრია.
აქამდე ხიდის არარსებობის გამო ანაკლია-განმუხურის გზაზე მიმოსვლა შემოვლითი გზით ხორციელდებოდა, რის გამოც მოსახლეობას დამატებით რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევდა.
ხიდის მონტაჟის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე 200 ადამიანია დასაქმებული.
ხიდის მშენებლობის სამუშაოები გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რამაზ ნიკოლაიშვილმა პირადად დაათვალიერა.
"ეს იქნება რეგიონში ყველაზე გრძელი ხიდი და მნიშვნელოვანია ისიც, რომ მას 3 თვეში, მაისში დავასრულებთ", - აცხადებს ნიკოლაიშვილი.