საქართველოში სარწყავი სისტემები შესაბამისი სეზონის დაწყებამდე მოწესრიგდება.
ამის პირობას სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი იძლევა. მინისტრმა ამჟამად ქვემო ქართლის რეგიონის სარწავი არხები დაათვალიერა.
მისი განცხადებით, ქვემო ქართლში სარწყავი სისტემების გაწმენდის პროცესი 15 მარტისთვის დასრულდება.
"სარწყავი სისტემები შესაბამისი სეზონის დაწყებამდე მოწესრიგდება ქართლში სარწყავი სისტემების გაწმენდის პროცესი 15 მარტისთვის დასრულდება", - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს მასშტაბით წელს სულ 400 ჰა მიწის მორწყვაა დაგეგმილი.