საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 720 ადამიანია დაღუპული.
შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები დღეს, "დაცულმა მოძრაობამ" გამოაქვეყნა.
რაც შეეხება დაშავებულებს, მოძრაობის ინფორმაციით, მათი რიცხვი 11 ათასს აღწევს.
"დაცულმა მოძრაობამ" ავტოსაგზაო შემთხვევევის მიზეზების კვლევაც ჩაატარა და როგორც დადგინდა, ავარიების 70 %-ზე მეტი მძღოლის სიმთვრალითა და გადაჭარბებული სიჩქარითაა გამოწვეული.