აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა საქართველოს პარლამენტის წინაშე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას მაღალი შეფასება მისცა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა "გამჭვირვალეობის პროცესში წვლილის შეტანა იყო".
"რაც საქართველოს პარლამენტში გაიმართა ეს არის გარკვეული წვლილის შეტანა გამჭვირვალეობის პროცესში. ჩემთვის სასიამოვნო იყო ამ დებატებისა და განხილვების მოსმენა, იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე საუბარი, რის წინაშეც დღეს საქართველო დგას", _ განაცხადა ჯონ ბასი მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის კომენტირებისას.