სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი 2010 წლის განმავლობაში 99 კანონპროექტის განხილვას აპირებს. განცხადება ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ნუგზარ აშუბამ გააკეთა. მისივე თქმით 99 ეს საბოლოო ციფრი არ არის.
"ჩვენ ძალიან ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ. არა მგონია, რომ ორი დარჩენილი წლის განმავლობაში ჩვენ ყველაფრის გაკეთებას მოვასწრებთ, მაგრამ ჩვენ ვეცდებით", _ განაცხადა აშუბამ.
პირველ განსახილველ კანონპროექტთა შორის აშუბამ სოციალური და ეკონომიკური ხასიათის კანონპროექტები დაასახელა. მისივე თქმით, განსახილველია კანონპროექტები საკონსტიტუციო სასამართლოსა და საგადასახადო პალატის შესახებ, ასევე კანონპროექტი პროვატიზაციის შესახევ, მიწის იჯარის შესახებ.