ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ე.წ. ვიცე-სპიკერი იური ძიცოითი აცხადებს, რომ თუკი ქართულ მხარეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დახმარება სურს დაეხმარონ მათ პროექტში რომელიც ოსურ გვარებს ეხება.
"ჩემს წინაშე დევს პროექტი კანონისა "ოსური საგვარეულო სახელების შესახებ". იგი ეხება ოსი ეროვნების მოქალაქეებს, რომლებიც როგორც სამხრეთ ოსეთში ისე საქართველოში ცხოვრობენ. ჩვენ გვინდა მათ გვარებს ისტორიული დამწერლობა დავუბრუნოთ. მაგალითად გვარი ჯიოშვილი _ სინამდვილეში ჯიოტია.
თუკი დაიღუპა სპორტსმენი რომლის გვარიც ქუმარიტაშვილი იყო, მთელმა მსოფლომ არ უნდა იფიქროს, რომ ის ქართველი იყო. ქუმარიტაშვილი ხომ სინამდვილეში _ ქუმარიტატია. მათ ყველას ჩვენი გაქართველება უნდათ", _ აცხადებს ძიცოითი.