პროექტ "საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში ოზურგეთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით ოზურგეთის სპორტულ დარბაზში ჩატარდა ფინალური თამაშები მინი ფეხბურთში. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ოზურგეთის რაიონის 24-მა საფეხბურთო გუნდმა, გუნდები სხვადასხვა ასაკის ფეხბურთელებისგან დაკომპლექტდა. ტურნირი ჩატარდა სლოგანით "ქუჩა ცივი იარაღის გარეშე". გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და თასებით.
არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანია საქართველოს პროკურატურამ 1 თებერვალს დაიწყო, ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. პროკურატურამ 2010 წელი არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის წლად გამოაცხადა. ამ მიზნით, პროკურატურის ინიციატივით, მოხდა არასრულწოვანთა მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია. სასხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებების თანამხად, არასრულწოვნის მიმართ დევნის განხორცილების ვალდებულება შეიცვლება დისკრეციით და პროკურორი უფლებამოსილი იქნება არ დაიწყოს, ან შეწყვიტოს დევნა არასრულწლოვნის მიმართ. Dდისკრეციული უფლებამოსილება ვრცელდება ყველა კატეგორიის დანაშაულის ჩამდენ არასრულწოვანზე, გარდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისა.
აღნიშნული ცვლილებები აგრეთვე მოიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზღვარის 12 წლიდან 14 წლამდე გაზრდას. კანონის ლიბერალიზაცია საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტებმა განსაზღვრა _ პროკურატურის ძირითადი მიზანია აარიდოს არასრულწლოვნები დანაშაულებრივ გზას