საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში დასჯვნითი სიტყვით გამოსვლისას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება შესრულებული არ არის.
"სამშვიდობო ხელშეკრულება რუსეთთან არ გვაქვს იმიტომ, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების პასუხად სანაცვლოდ ის გვთხოვს ერთადერთ რამეს - აღიარებას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. საქართველო არასდროს არ დანებდება და არასდროს არ ჩაბარდება", _ განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ საქართველო არასდროს ოკუპაციას არ გამოაცხადებს.