11 ივლისს "ტორპედო ქუთაისმა" ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი სლოვაკურ "ჟილინასთან" ფრედ 3:3 დაასრულა. სლოვაკეთის ქალაქ ჟილინაში „პოდ დუბნომის" 11 000-იან სტადიონზე „ტორპედო ქუთაისმა" ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია მასპინძელ გუნდს.
„მინდა მადლობა გადავუხადო „ტორპედო ქუთაისის" ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებს, რადგან მიუხედავად ბოლოდროინდელი მოვლენებისა, მათ მაღალი კლასის თამაში გვაჩვენეს და მასპინძელ გუნდს საკუთარ სტადიონზე ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. ის ცვლილებები, რომელიც ბოლო პერიოდში „ტორპედო ქუთაისმა" განიცადა, აუცილებლად მოიტანს დადებით შედეგებს, მაგრამ, ბუნებრივია, ამას გარკვეული პერიოდი დასჭირდება. კლუბის მენეჯმენტს სწამს, რომ მოთმინებითა და შრომით კლუბი მიაღწევს წარმატებას, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი ასე ელოდება. ჩვენ ვქმნით მომავლის გუნდს და „ტორპედო ქუთაისის" გულშემატკივრებთან ერთად არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ" - აცხადებს„ტორპედო ქუთაისის" კლუბის პრეზიდენტი ლევან ფხაკაძე.
„ტორპედო ქუთაისზე" მზრუნველობა ვისოლმა 2010 წლიდან დაიწყო და გუნდის განვითარებისათვის ყოვეწლიურად ოთხი მილიონი ლარის ინვესტიცას ახორციელებს. ამას გარდა, ვისოლ ჯგუფმა ჯამურად უკვე 30 მილიონ ლარზე მეტი გაიღო თბილისსა და რეგიონებში ევროპული სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნისა და ზოგადად ქართული სპორტის განვითარებისათვის.