საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპარალამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმოამდგენლების გამოსვლების დასრულების შემდეგ ისეთ საქართველოზე ისაუბრა, როგორიც პრეზიდენტობის ვადის ამოწურვისას უნდა, რომ იყოს.
"გეტყვით რა საქართველო მინდა მე ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვისას.
საქართველო, სადაც სოციალური კულტურის ცვლილება იქნება შეუქცევადი, რაც განახორციელა ქართული საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად გაბედულ რეფორმატორთა იმ დიდმა ჯგუფმა, რომელიც ზის პირველ რიგში საქართველოს პარლამენტში და რომელიც აკეთებს მართლაც საოცრებას, სასწაულს.
მე მინდა ისეთი საქართველო, სადაც არა მხოლოდ იმას ვიამაყებ, რომ კორუფცია და კანონიერი ქურდები არ არის, არამედ ვიქნები დარწმუნებული, რომ ეს არასდროს არ დაბრუნდება", _ განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა ევროკავშირში "შეგვიშვებენ თუ არა - იმიტომ, რომ ეს ძალიან გრძელვადიანი პერსპექტივაა - მაგრამ გზები გვექნება უკეთესი, ვიდრე ევროკავშირში ახლად მიღებულ სახელმწიფოებს".
"ჩვენ აღარ გვექნება არცერთი ცუდი საავადმყოფო და არცერთი ცუდი სკოლა და არ გვეყოლება არცერთი ადამიანი, რომელსაც არ მიესვლება ამ სკოლაში და ამ საავადმყოფოში. ჩვენ შევქმნით ქვეყანას, სადაც რეალურად იქნებიან პოლიტიკური ოპონენტები და აღარ იქნებიან ერთმანეთის პოლიტიკური მტრები და ამისთვის ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველო, სადაც არავინ არავის აღარ შეახსენებს და არ წამოაძახებს, რომ შენ ამ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნები 'შენ წარმოშობით ესა ხარ', 'სხვა რელიგიურ დაწესებულებაში დადიხარ' და ამიტომ მეორეხარისხოვანი ხარ - საქართველო, სადაც ყველა იქნება თანასწორი და ერთადერთი კრიტერიუმი იქნება შეფასების ნიჭიერება, შრომისუნარიანობა, განათლებულობა და თავის ქვეყნის სიყვარული. ჩვენ გვინდა საქართველო, რომელსაც ოკუპანტები თავის ჩექმებით არ გათელავენ", _ განაცხადა პრეზიდენტმა,