ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისეთი სისტემა შექმნა, სადაც ის ერთპიროვნულად მართავს ქვეყანას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში კრიტიკული აზროვნების კრიზისია.
"ხელისუფლებაში კრიტიკული აზროვნების კრიზისია,... თუმცა, კიდევ უფრო დიდი კრიზისია ხელისუფლებაში, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია ღირებულებები", _ განაცხადა მან.
თარგამაძის თქმით, საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე მთელი რიგი წარუმატებლობებია და მან საქართველოში ეუთოს და გაეროს მისიების დახურვა დაასახელა.