საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა პრეზიდენტს ურჩია თავის ექვსწლიან მოღვაწეობას ცივი გონებით, გვერდიდან შეხედოს.
"ბატონო პრეზიდენტო, იქნებ ერთხელ მაინც ცივი გონებით, გვერდიდან შეხედოთ თქვენს ექვსწლიან მოღვაწეობას და დაინახავთ, რომ თქვენ საკუთარ ქვეყანას მხოლოდ ფერუმარილს უსვამთ სახეზე და ამით გინდათ დაფაროთ ის ძონძები, რომელიც მას თქვენი და თქვენივე მთავრობის საქმიანობის წყალობით აცვია", - მიმართა ახვლედიანმა პრეზიდენტს.