MOF-2013-ის ფარგლებში B ჯგუფში ერთმანეთს შეხვდნენ ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის გუნდები, თამაში დასრულდა ანგარიშით 3:0 ფინანსთა სამინისტროს გუნდის სასარგებლოდ, ხოლო მეორე შეხვედრაში შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის გუნდებს შორის ანგარიშით 4:0 იმარჯვა მონიტორინგის დეპარტამენტის გუნდმა, რაც შეეხება ბომბარდირთა დავას, მას კვლავ ფინანსთა სამინისტროს საფინანსო ანალიტიკური სამსახურის გუნდის ფეხბურთელი გურამ ოთარაშვილი ლიდერობს 3 ბურთით.
მასალის გამოყენების პირობები