საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ბრძოლაში ქართველი ხალხის უმთავრესი იარაღი თავისუფლების რწმენა უნდა იყოს.
"ჩვენი ქვეყანა ერთდოულად იბრძვის დემოკრატიის გასაძლიერებლად, თავისუფლების დასაცავად, სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად, ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად და ამ ბრძოლაში ჩვენი მთავარი იარაღი არის ჩვენი ფასეულობები. ჩვენი რწმენა, რომ თავისუფელბა არის ყველაზე დიდი საგანძური, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ქარველ ერს. ოკუპაციის პასუხი არის არა ომი და აძალადობა, არამედ მშვიდობა და განვითარება. მტერი არა მხოლოდ არ აპირებს პოზიციების დათმობას, არამედ იმუქრება ახალი შეტევით. ასეთ ვითარებში გადამწყვეტია ჩვენი სიმტკიცე და ერთიანობა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ქართველი ერი დაუმარცხებელია და ეს იცის მტერმა", - განაცხადა სააკაშვილმა.
ქვეყნის პირველმა პირმა საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებს წლიური მოხსენებით მიმართა. პრეზიდენტის გამოსვლას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მთავრობის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისში ვიზიტით მყოფი რუსი ჟურნალისტები ესწრებოდნენ.