საქართველოს დემოკრატიული პარტიის ლიდერმა და საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თორთლაძემ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლის შემდეგ გამართულ დებატებზე განაცხადა, რომ გმობს ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერის რუსულ საოკუპაციო ძალასთან "კოლაბორაციონიზმს".
"მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის ზურაბ ნოღაიდელი ეს საქციელი ყველამ უნდა დაგმოს საქართველოში," - განაცხადა თორთლაძემ.
თორთლაძემ გააკრიტიკა საფრანგეთი, რომელიც რუსეთისთვის სამხედრო ხომალდის მიყიდვას გეგმავს.
"თუ ეს მოხდება, ჩემი პარტია საპროტესტო აქციებს დაიწყებს საფრანგეთის საელჩოს წინ", - განაცხადა მან.