საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას დეპუტატებმა სიტყვა ტაშით 17-ჯერ შეაწყვეტინეს.
პრეზიდენტმა გამოსვლისას რეგლამენტს გადააჭარბა და მისმა სიტყვამ, 45 წუთის ნაცვლად, საათ-ნახევარს გასტანა.
ქვეყნის პირველმა პირმა საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებს წლიური მოხსენებით მიმართა. პრეზიდენტის გამოსვლას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მთავრობის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისში ვიზიტით მყოფი რუსი ჟურნალისტები ესწრებოდნენ.