საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, 2009 წლის გაზაფხულის აქციები გაიხსენა და აღნიშნა, რომ დემოსტრაციების ასეთ მშვიდობიან დასასრულს მანამდე კავკასიაში პრეცენდენტი არ ჰქონია.
"გასული წლის გაზაფხულზე ყველამ ერთად გავაკეთეთ ერთი რამ, რასაც პრეცენდენტი არ ჰქონია კავკასიაში. შევძელით, ღრმა პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე ქუჩის მასობრივი დემონსტრაციები ისე დაგვემთავრებინა, რომ ის არ გადაზდილიყო ძალადობაში, მიუხედავად ბევრი მაპროვოცირებელი ფაქტორისა. ამით ჩვენმა ხალხმა გამოავლინა პოლიტიკური კულტურის სრულიად ახალი დონე, რაც კავკასიური პოლიტიკური კულტურისთვის აქამდე ნაკლებად იყო დამახასიათებელი", _ განაცხადა მან.
სააკაშვილი პარალელებს წლევანდელ გაზაფხულთან ავლებს და იმედი აქვს, რომ გაზაფხულის არჩევნები დემოკრატიულად ჩაივლის
"მოდით, ამ გაზაფხულზე ყველამ ერთდ, ყველა პოლიტიკურმა ძალამ, ვისაც უყვარს საქართველო, მოვინდომოთ და გავაკეთოთ კიდევ ერთი რამ, რაც ჯერ არ მომხდარა კავკასიაში. დავამტკიცოთ, რომ ნამდვილად ვიმსახურებთ _ გვერქვას ნამდვილი დემოკრატია: ჩავატაროთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. დამარცხებულმა მხარემ, ვინც არ უნდა იყოს ის, გამარჯვებულს გამარჯვება მიულოცოს, წარმატება უსურვოს და ცივილიზებული ოპოზიციური ოპონირება აღუთქვას. ნუთუ არ დადგა დრო, რომ უფრო ცივილიზებული გახდეს ჩვენი პოლიტიკა, ნუთუ არ დადგა დრო, რომ პოლიტკოსებმა მეტი პატივი სცენ საზოგადოებას, მრავალეთნიკურ ქართულ საზოგადოებას და ამბიციებს აღარ ანაცვალონ ქვეყნისა და ხალხის ინტერესები", - განაცხადა სააკაშვილმა.
ქვეყნის პირველმა პირმა საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებს წლიური მოხსენებით მიმართა. პრეზიდენტის გამოსვლას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მთავრობის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისში ვიზიტით მყოფი რუსი ჟურნალისტები ესწრებოდნენ.