დამოუკიდებელმა დეპუტატმა პეტრე მამრაძემ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატების დაწყებამდე პეტრე მამრაძემ განაცხადა, რომ მან ჩააბარა წერილობითი მიმართვა პარალმენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის ბიუროს სახელზე და მისთვის გაუგებარია, რატომ არ აძლევენ სიტყვით გამოსვლის საშუალებას.
პარლამენტის თავმჯდომარემ მას განუმარტა, რომ ცაგარეიშვილს აღნიშნული განცხადება ჩაბარებული ჰქონდა რამდენიმე დღის წინ; ჯონდი ბაღათურიამ განცხადება დღეს დილით, სესიის დაწყებისას ჩააბარა; მისი განცხადება კი ბიუროს სხდომის გამართვამდე ძალიან ცოტა ხნით ადრე იყო ჩაბარებული და ვეღარ მოესწრო მისი განცხადების განხილვა.
"უნდა იცოდეთ, რომ პარლამენტში ყველა პროცედურას თავისი დრო აქვს", - მიმარა ბაქრაძემ მამრაძეს და აღნიშნა, რომ იგი დღეს სიტყვით ვერ გამოვიდოდა. ამის შემდგე მამრაძემ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.