პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას რუსი ჟურნალისტები ოლეგ პამფილოვი და ვალერია ნოვოდვორსკაიაც დაესწრებიან.
ისინი პარლამენტში უკვე მოვიდნენ და ჟურნალისტებთან საუბრისას სააკაშვილის საქმიანობის შეფასებაც მოასწრეს.
ნოვოდვორსკაიას შეფასებით, პრეზიდენტმა სააკშვილმა საქართველოში რეფორმების გატარებით და რუსეთის აგრესიის შეჩერებით მეშვიდე საოცრება უკვე მოახდინა და ახლა მისი გამოსვლა მათთვის ძალიან საინტერესოა.
"მას შეუძლია მერვე, მეცხრე და მეათე საოცრების მოხდენაც კი. მეშვიდე საოცრება კი იყო რეფორმები, რომელიც მან გაატარა და აგვისტოს ომის დროს რუსული აგრესიის შეჩერება. ეს არ იყო იოლი დავალება, ზვიად გამსახურდიამაც კი, რომელიც ღრმად პატიოსნებით ემსახურებოდა ქვეყანას, ამ ამოცანას თავი ვერ გაართვა. ამასთანავე, ქართველმა ხალხმა ისწავლა, უფრო მეტი სიფრთხილით მოეკიდოს თავის პრეზიდენტს, ვიდრე ეს იყოს გამსახურდიას დროს. აქ ოპოზიციურ ძალებს არ ვგულისხმობ და იმედი მაქვს, რომ წამყვან ვიოლინოზე მელოდიას ისინი არ ასრულებენ. პოლიტიკოსები, რომლებიც აფორმებენ ხელშეკრულებებს "ედინაია რასიასთან~, დასაგმობია. საქართველოში არიან ძალები, რომელსაც ქვეყნის გადარჩენა შეუძლიათ. რუსეთში ასეთი ძალა აღარ არსებობს. სააკაშვილთან ერთად დაზვერვაზე წასვლაც კი შეიძლება. ამიტომ მე საქართველოს იმედი მაქვს~, - განაცხადა ნოვოდვორსკაიამ.