სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. პარლამენტში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: "რუსეთისა და აფხაზეთის ურთიერთობები. ისტორია და თანამედროვეობა".
მრგვალი მაგიდა, აფხაზური მხარის ინფორმაციით, "აფხაზური სამთავროს რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლის 200 წლისთავს" მიეძღვნა.
მრგვალი მაგიდა, რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, მედიაკლუბ "აინარის" მიერ იყო ორგანიზებული.