პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ სიტყვით გამოსვლის უფლება უფრაქციო დეპუტატებიდან მხოლოდ გია ცაგარეიშვილს მიეცემა. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს პარლამენტის ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე იქნა მიიღეს. ბიუროს გადაწყვეტილებით, ამ შემთხვევაში იქნება გამონაკლისი დაშვებული და ცაგარეიშვილს სიტყვით გამოსვლის საშუალება ექნება, თუმცა ეს არ გავრცელდება სხვა უფრაქციო დეპუტატებზე. ამის
ბიურო პრეზიდენტის პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგომის ფორმატის განსასაზღვრად შეიკრიბა და გადაწყდა, რომ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური დებატების მსგავსი პროცესი გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ პრეზიუდენტის ანგარიშით გამოსვლა პოლიტიკურ დებატებს არ ითვალისწინებს, თუმცა ოპოზიციის მოთხოვნის თანახმად, სწორედ დებატების მსგავსი პროცესი გაიმართება.
უმრავლესობას და უმცირესობას მიეცემათ 45-45 წუთი გამოსვლისათვის და ეს უმრავლესობის და უმცირესობის წევრებზე გადანაწილდება. გარდა ამისა, 15-15 წუთი გამოსვლის საშუალება ექნებათ ფრაქციის თავმჯდომარეებსაც და იმის გამო, რომ უმრავლესობაშიც და უმცირესობაშიც ორ-ორი ფრაქციაა გაერთიანებული საერთო ჯამში თითოეულ მათგანს გამოსვლისათვის 1 საათი და 15 წუთი ექნება.
ამ გამოსვლისათვის ოპოზიცია ითხოვდა ვიცე-სპიკერებისათვის 10-10-წუთიანი გამოსვლის უფლების მიცემას, თუმცა ოპოზიციის მოთხოვნის ეს ნაწილი არ დაკმაყოფილდა.
პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა დღეს 6 საათისთვის არის დანიშნული. პარლამენტის სხდომათა დარბაზი საჭირო ტექნიკური მოწყობილობებით უკვე აღჭურვილია.