დღეს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები ფშავ-ხევსურეთს ესტუმრნენ. ვიზიტის განმავლობაში სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ ფშავ-ხევსურეთის მოსახლეობას და ადგილობრივ თვითმართველობას. მოეწყო პრეზენტაციები ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით.
სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.