საქართველოს საუკეთესო დრიფტერები კვირას, 30 ივნისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდომზე პირველი ადგილისთვის იბრძოლებენ.
„რომპეტროლის" პრემიუმ კლასის საწვავის Efix S-ის და BMW Club Georgia -ს ორგანიზებით, სიჩქარისა და ექსტრემის მოყვარულებს საინტერესო შოუ ელოდებათ. ჩემპიონატი დრიფტში კვირას, 17:00 საათზე დაიწყება და გვიანობამდე გასტანს. ავტოდრომზე შესვლა ორგანიზატორებისაგან საჩუქრად უფასო იქნება.
დრიფტში გამარჯვებულს, გიორგი თევზაძის სახელობის თასი გადაეცემა. ამის გარდა, „რომპეტროლი" პირველ ადგილზე გასულ დრიფტერს 700 ლარის Efix S- ის საწვავით დააჯილდოვებს, მეორე და მესამე ადგილზე გასულები კი პრიზად 500 და 300 ლარის ღირებულების Efix S-ის საწვავს მიიღებენ.
შეჯიბრის ორგანიზატორების თქმით, დრიფტზე შემოსული თანხა, გიორგი თევზაძის ოჯახის ანგარიშზე ჩაირიცხება.
პრემიუმ კლასის საწვავი Efix S , „რომპეტროლის" ახალ პროდუქტს წარმოადგენს. Efix S -ი ზრდის მანქანის გაწევის ძალას, მოძრაობს სტაბილურად და ადვილად ემორჩილება მძღოლს მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას. Efix S განკუთვნილია სიჩქარის და მაქსიმალური გაწევის მოყვარულთათვის და სპორტულ მანქანებზეა გათვლილი.