საქართველოს საუკეთესო დრიფტერები კვირას, 30 ივნისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდომზე პირველი ადგილისთვის იბრძოლებენ.
„რომპეტროლის" პრემიუმ კლასის საწვავის Efix S-ის და BMW Club Georgia -ს ორგანიზებით, სიჩქარისა და ექსტრემის მოყვარულებს საინტერესო შოუ ელოდებათ. ავტოდრომზე შესვლა ორგანიზატორებისაგან საჩუქრად უფასო იქნება.
ჩემპიონატი დრიფტში კვირას, 16:00 საათზე დაიწყება და გვიანობამდდე გასტანს, თუმცა წინა დღეს, შაბათს დრიფტის მონაწილეები და გულშემატკივრები, ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიასთან შეიკრიბებიან და რუსთავის ავტოდრომამდე ავტომსვლელობას გამართავენ.
დრიფტში გამარჯვებულს, გიორგი თევზაძის სახელობის თასი გადაეცემა. ამის გარდა, „რომპეტროლი" პირველ ადგილზე გასულ დრიფტერს 700 ლარის Efix S- ის საწვავით დააჯილდოვებს, მეორე და მესამე ადგილზე გასულები კი პრიზად 500 და 300 ლარის ღირებულების Efix S-ის საწვავს მიიღებენ.
შეჯიბრის ორგანიზატორების თქმით, დრიფტზე შემოსული თანხა, გიორგი თევზაძის ოჯახის ანგარიშზე ჩაირიცხება.
პრემიუმ კლასის საწვავი Efix S , „რომპეტროლის" ახალ პროდუქტს წარმოადგენს. Efix S -ი ზრდის მანქანის გაწევის ძალას, მოძრაობს სტაბილურად და ადვილად ემორჩილება მძღოლს მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას. Efix S განკუთვნილია სიჩქარის და მაქსიმალური გაწევის მოყვარულთათვის და სპორტულ მანქანებზეა გათვლილი.