29 ივნისიდან - 2 ივლისის ჩათვლით ვისოლის სპორტულ კომპლექსზე სოფელ დიღომში გაიმართება საფეხბურთო ტურნირი სპორტულ მედიასა და გულშემატკივართა გუნდებს შორის. „Geosports.ge-ს თასი" ტრადიციული ტურნირია, რომელშიც ყოველწლიურად სხვადასხვა სპორტული მედია საშუალებების პროფესონალი ჟურნაისტები გულშემატკივრებთან ერთად იღებენ მონაწილეობას. გამარჯვებულს გადაეცემა გარდამავალი თასი.
29 ივნისს, 12 საათზე, საფეხბურთო ტურნირის წინ, ვისოლის სათაო ოფისში, გაიმართება პრესკონფერენცია და წილისყრა, სადაც გაირკვევა როგორ გადანაწილდებიან გუნდები. მონაწილეთა შორის არიან: Geosports.ge-ს, „მსოფლიო სპორტის", Sportall.ge-ს, Allsport.ge-ს, Psoni.ge-ს, „დინამოს" მედია ჯგუფის, „ჯვაროსნების", „ქომაგების", "პრაიმერისა" და "აფხაზეთის ხმის" გუნდები.