რუსეთის დუმამ რუსეთის პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ორგანიში შეტანილი კანონპროექტის რატიფიკაციის განხილვა დაიწყო, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონთან _ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთანაა გაფორმებული და რომელიც ე.წ. სახელმწიფო საზღვრის ერთობლივ კონტროლს ითვალიწინებს.
აღნიშნული შეთანხმება რუსეთმა საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონთან რუსეთის ფედერაციამ 2009 წლის 30 აპრილს გააფორმა. აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალიწინებულია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვების დაცვა, ასევე აფხაზეთის საზღვაო ე.წ. საზღვრის დაცვა. ამას გარდა, აღნიშნული შეთანხმებებით გათვალისწინებულია რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" ყოფნა ორივე ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე და ისიც, რომ რუსეთი თავად უზრუნველყოფს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე არსებილი "ეფ-ეს-ბეს" სასაზღვრო სამმართველოს შენახვასა და დახმარებას.
აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი კი თავის მხრივ ამ ტეროიტორიებზე არსებულ სასაზღვრო სამმართველოებს აძლევს უძრავ ქონებას, საჰაერო სივრცეს, დასაფრენ მოედნებსა და კავშირგაბმულობის კვანძებს.
დუმის საბჭოს გადაწყვეტილებით ეს კანონპროექტი მარტში განსახილველ საკითხებს შორისაა ჩართული.