"ლეიბორისტული პარტია" მობილური ოპერატორებისგან ტარიფების განახევრებას და ტელეფონებზე მოსმენის შეწყვეტას კიდევ ერთხელ ითხოვს.
ამ მოთხოვნებით, პარტიის წევრებმა და აქტივისტებმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები კომისიის წევრებთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ეს არ მოხერხდა, პროტესტის ნიშნად, 10 წუთის განმავლობაში ქეთევან წამებულის გამზირი გადაკეტეს.
"ლეიბორისტი" პაატა ჯიბლაძის განცხადებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიას 10 დღიან ვადას აძლევენ აღნიშნულ საკითხებს განიხილვისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში "ლეიბოსრიტები" უფრო ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან.