ხვალ, 27 თებერვალს, უკრაინაში მაცხოვრებელი ოსი ეროვნების მოქალაქეების დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება. ყირიმის ოსური სათვისტომოს ხელმძღვანელის ასლანბეკ ილიევის ინფორმაციით, იმის გამო, რომ ყრილობა დამფუძნებელია მისი ძირითადი მიზანი საერთო უკრაინული ოსური სათვისტომოს დაფუძნება იქნება, აირჩევენ თავმჯდომარეს და საბჭოს წევრებს.
ასლანბეკ ილიევის თქმით, ოსური სათვისტომოს შექმნის პრობლემები ქალაქ იალტის ხელმძღვანელობასთან გამიხილა, რომელიც მას დახმარებას დაპირდა.
ოსური მხარის ინფორმაციით, ყრილობაზე უკრაინის ოლქებისა და ყირიმიდან 100 დელეგატს ელიან. ილიევის ინფორმაციით, ყირიმში დაახლოებით 2 ათასამდე ოსი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს, უკრაინაში კი 40 ათასი.