დღეს, 28 ივნისს, 11:00 საათზე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივრები და ზესტაფონის საზოგადოების წარმომადგენლები სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-თან აქციას გამართავენ.
მონაწილეები ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე თავიანთი პოზიციის დაფიქსირებას აპირებენ. მათი მოთხოვნაა: ქვეყნის ხელისუფლებამ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს ორგზის ჩემპიონთა ბანაკში შექმნილი ვითარების მიმართ ყურადღება გამოიჩინონ.
აღსანიშნავია, რომ კლუბის მდგომარეობა თანდათან მძიმდება - საფეხბურთო კლუბის ფინანსურ ანგარიშებს უკვე ინკასო ადევს, კლუბის მთელი ქონება დატვირთულია იპოთეკით და კვლავაც გაურკვეველია კლუბის მომავალი.