ყატარსა და საქართველოს შორის ორმაგი დაბეგვრის აცილების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდებამ _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა დღეს გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც მან ნიკა გილაურის ყატარში ვიზიტის შედეგების შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა.
მჭედლიშვილის თქმით, ყატარში ვიზიტის ფარგლებში ნიკა გილაურმა ოფიციალური შეხვედრები გამართა კოლეგა პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან.
"მოლაპარაკებებისას მხარეები შეთანხმდნენ რომ უახლოეს მომავალში გააფორმებენ ხელშეკრულებას ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ", _ განაცხადა მჭედლიშვილმა და აღნიშნა, რომ გარდა ამისა, ჩამოყალიბდება ერთობლივი ბიზნესსაბჭოც, რომელიც კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე იმუშავებს.