ყატარის საინვესტიციო კომპანია საქართველოს უძრავი ქონების სექტორით დაინტერესდა, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა დღეს გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც მან ნიკა გილაურის ყატარში ვიზიტის შედეგების შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა.
მისივე თქმით, გილაური ვიზიტის ფარგლებში საინვესტიციო კომპანია "დიარის" ხელმძღვანელობასაც შეხვდა, რომლებმაც საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციების ჩადების სურვილი გამოთქვეს.
"ყატარის საინვესტიციო კომპანია ძირითადად თბილისისა და ბათუმის ბიზნესგარემოთი დაინტერესდა" - განმარტა მან.