აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზურ ენაზე რუსეთის ისტორიის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, აღნიშნული წიგნი პირველი კურსის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი და იგი ჯერ კიდევ გასული წელს გამოიცა 500 ეგზემპლარიანი ტირაჟით.
წიგნის ავტორი აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსეთის ისტორიის ლექტორი ალდონა სალაყაიაა.
აღნიშნული პრეზენტაციის დამსწრეებმა აღნიშნეს ისიც, რომ დღეს ბევრი კეთდება იმისათვის, რომ აფხაზური ენა განვითარდეს და ამჟამად მიმდინარეობს მრავალი ლექსიკონის, სასაუბრო და სასწავლო წიგნების გამოცემა.