საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დიმიტრი ლორქიფანიძე ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს საქართველოში არსებული პოლიტ პატიმრების საკითხით დაინტერესებას სთხოვს. ამის შესახებ განცხადება დიმიტრი ლორთქიფანიძემ დღეს პარლამენტის სესიაზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ რომელის შტაბბინა პარიზში მდებარეობს გააკეთა დასკვნა, იმასთან დაკავშირებით რომ 8 პირი არის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული. მათ შორის, მაია თოფურიძეც.
ლორთქიფანიძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული დასკვნით არავინ დაინტერესებულა მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზცაიამ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდა.
ლორთქიფანიძის თქმით,აღიშნულთან დაკავშირებით არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის თომას ჰამერბერგის მხრიდან.