სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობს დამაკმაყოფილებლად მიიჩნევენ. ამის შესახებ დღეს, სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით ასათიანმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, შიმშილობის 61-ე დღეს გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ასათიანის ინფორმაციით, გამსახურიდია კვლავ არ იღებს საკვებს და უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებაზე, თუმცა იღებს სითხეს.
სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, განსასჯელი მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება