დღეს, 26 ივნისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში საქართველოს ჯომარდის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ჯომარდობაში აფხაზეთის ღია საერთაშორისო ჩემპიონატი ჩატარდება, რომელშიც ქართველებთან ერთად ეთნიკური აფხაზები და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ჩემპიონატი
ბორჯომში, ჩითახევის ჰესთან 12:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება.
აფხაზეთის ღია საერთაშორისო ჩემპიონატი აფხაზეთის ა/რ მთავრობის, საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ტარდება.ჩემპიონატის ჩატარების მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის
ჩამოყალიბება, სპორტის შედარებით ახალი და ექსტრემალური სახეობის
პოპულარიზაცია, ახალგაზრდებს შორის საქმიანი და მეგობრული ურთიერთობების
ჩამოყალიბება.
ტურნირის მონაწილე გუნდები 26 მაისს 09:00 საათზე სპორტის სასახლის
მიმდებარე ტერიტორიიდან გაემგზავრებიან.