საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას ცნობილმა რუსმა ადამიანის უფლებების დამცველმა, დისიდენტმა, პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა ვალერია ნოვოდვორსკაიამ საქართველოს შიდა პოლიტიკაზე ისაუბრა და ქართულ ოპოზიციას რამდენიმე რჩევა მისცა.
"ისტორიაში ძნელად მოიძებნებოდა პრეზიდენტები, რომლებიც პოლიტიკურ შესაძლებლობებს ადამიანურ გრძნობებთან ათავსებდნენ. ასეთი ფუფუნება არავის ჰქონდა, თქვენ ამ თვისებებს მშვენივრად უთავსებთ ერთმანეთს. მე მინდა თქვენს ოპოზიციას, უფრო სწორედ კი ოპოზიციის იმ ნაწილს რომელიც ფულს არ იღებს, ვუთხრა, რომ მეორედ შეცდომის დაშვება არ შეიძლება. რუსული ტანკები არსად წასულად, თბილისთან ახლოს დგანან და მიზეზს ეძებენ", _ განაცხადა ნოვოდვორსკაიამ.