დღეს საქართველოში საბერძნეთში მოკლული 50 წლის ნათელა ქუთათელაძის ცხედარი გადმოასვენეს. ნათელა ქუთათელაძე საბერძნეთის ქალაქ ათენთან ახლოს მდებარე სოფელ თივაში იპოვეს გარდაცვლილი. მისი ნაწამები ცხედარი იმ სახლის სარდაფში ნახეს, სადაც ბოლო ორი წელი მუშაობდა. მასთან ერთად მოკლულია სახლის დიასახლისიც.
საბერძნეთის პოლიცია მკვლელობაში ეჭვნიტანილ 28 წლის ალბანელს ეძებს. სავარაუდოდ თავდამსხმელმა იცოდა, რომ სახლში 2 ათასი ევრო ინახებოდა. ქუთათელაძის ცხედარი საბერძნეთში საქართველოს საელჩოსა და იქ მხცოვრები ქართველების ფინანსური დახმარებით გადმოასვენეს.