საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში და კონგრესში გამართულ ოფიციალურ შეხვედრებზე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა.
ეკა ტყეშელაშვილმა სიტყვით გამოვიდა ჯო ჰოპკინის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების ცენტრში.
მისი თქმით, საქართველო კვლავ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რასაც ადასტურებს ადმინისტრაციის ბოლო გადაწყვეტილება 2011 წლის ბიუჯეტში საქართველოს ამერიკული დახმარების გაზრდის შესახებ.
ტყეშელაშვილის თქმით, აშშ ასევე დაინტერესებულია საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარებითა და სტაბილურობით.
"ძალიან დიდი ინტერესი არის იმ თვალსაზრისით, რომ უკეთესად განისაზღვროს ურთიერთდახმარების გზია. აშშ-ს აქტიური ჩართულობის მხრივ რამდენად შეიძლება იყოს ხელშეწყობილი, როგორც სტაბილურობა საქართველოში ასევე მისი შემდგომი განვითარება", _ განაცხადა ტყეშელაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს საერთო ინტერესები პოლიტკური სტაბილურობის, დემოკრატიული გავითარებას და უსაფრთხოების კუთხით.